“დღეს ჩამოვფრინდი თბილისში, რეისზე დოჰადან იყო 25 ჩინელი მგზავრი… არავის შეუმოწმებია” – რა ხდება თბილისის აეროპორტში?!

თბილისის ყატარის ავიარეისის მგზავრი იზი თუთბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით, მასთან ერთად 25მა ჩინელმა ტურისტმა იმგზავრა და ისინი არავის შეუმოწმებია აეროპორტში.
“დღეს ჩამოვფრინდი თბილისში ყატარის ავიახაზებით. რეისზე დოჰადან იყო 25 ჩინელი მგზავრი. როცა ჩამოვფრინდით თბილისში საზღვარზე არავის შეუმოწმებია ეს მგზავრები. (და საერთოდ არცერთი მგზავრი, არადა მეც კორეადან მოვფრინავდი) მერე ერთ-ერთი მესაზღვრე ურეკავს ჩემ წინ ვიღაცას (უფროსს სავარაუდოდ) და ეუბნება ჩინელების თაობაზე რა ვქნაო. ის ეკითხება საიდან მოფრინავენო, და ეს პასუხობს “რავი იმ ქალაქიდან არაო” ხოდა მაინც შეამოწმეთო უთხრა უფროსმა. და მესაზღვრე ეკითხება, უკვე რომ გავატარე ბევრიო? “დაიკიდე” მესმის ყურმილიდან. ასე დაკიდებულები როგორ უნდა ვიყოთ სულ? (და ეს დიალოგი მაშინ მომდინარეობდა, როცა მე პასპორტ-კონტროლს გავდიოდი. მესაზღვრეს იმდენად ნორმალურად მიაჩნდა ეს სრული არაადეკვატურობა, რომ არც უფიქრია მგზავრებისგან განცალკევებით ელაპარაკა ტელეფონზე)
– რეისი არ იყო ჩინეთიდან! ბევრი ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას
– ვირუსი მარტო ჩინელებს არ ემართებათ. აქ ლაპარაკი არ არის დოჰაში მაცხოვრებელ ჩინელებზე.
– საუბარი არ არის თერმომეტრების არსებობა/არარსებობაზე, საუბარია მესაზღვრის დამოკიდებულებაზე, რაც პირდაპირ ასახავს ჩვენ მენტალიტეტს.
– არაჩვეულებრივი სმენა მაქვს. მაგრამ მარტო მე კი არა, ყველა გაიგებდა.” – წერს თბილისის ყატარის ავიარეისის მგზავრი