“დღეს, 20 ივლისს, 19 საათზე ბათუმელები ქალაქის დასაცავად იკრიბებიან” – რა ბედი ელის ბათუმის კონცხს?

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დღეს, 20 ივლისს, 19 საათზე ბათუმელები ქალაქის დასაცავად იკრიბებიან ✊🛑<3
ბათუმის რივიერა, იგივე ბათუმის კონცხი ერთადერთი ღია სივრცეა, რომელიც ქალაქსა და ზღვას შორის არის დარჩენილი.
1. რივიერას ადგილზე ,,სილქ როუდ ჯგუფი” აპირებდა 6 ცათამბჯენის აშენებას, საწყისი პროტესტის ფონზე ერთი ცათამბჯენი გამოაკლეს.
2. გაეროს მიერ დაფინანსებული და 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევა რივიერაზე ამბობს: „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“.
ამ ორგანიზაციის (UNDP) პროექტების კოორდინატორი 2013 წელს, სწორედ ლაშა კომახიძე გახლდათ, ბათუმის დღევანდელი მერი.
3. კვლევაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ბათუმის კონცხზე მშენებლობა არათუ სასურველი არ არის, არამედ „არ შეიძლება“ და „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული“. მეცხრამეტე საუკუნიდან დაწყებული 2013 წლამდე დაკვირვების მონაცემებით, სპეციალისტები საუბრობენ მთლიანად სანაპირო ტერიტორიების საფრთხეებზე.
4. სრულაიდ დაიკარგება ისტორიული ქალაქის იერსახე, გაუარესდება ქალაქის ვენტილაცია და დაიხურება ერთადერთი ფანჯარა, რომელიც ქალაქის ნაწილს გააჩნია.
მე ვდგავარ საკუთარი ქალაქის გვერდით და მოვუწოდებ ქალაქის მერს, რომლის შესახებაც კარგიც საკმაოდ გამიგია: ნუ დაუშვებთ ქალაქისთვის და თქვენი სახელისთვის საბედისწერო შეცდომას!
გთხოვთ, ვისაც შეზლონგისა და აჭარული ხაჭაპურის მიღმაც გიყვართ ბათუმი და გული შეგტკივათ მასზე, შემოუერთდით კამპანიას და დაიცავით თქვენი წილი ბათუმი და საჯარო სივრცე! <3
#დაიცავიბათუმი