“ევროპარლამენტი “ნაცებისაა”, ამერიკელი კონგრესმენები “ნაცებისაა”, თქვენ ვინღა ხართ ეგ გამაგებინეთ” – ნინია კაკაბაძე ქართულ ოცნებას მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “მედია კლუბის”, დამფუძნებელი, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“დღეს ძირითადად სამთავრობო არხებს ვუსმენ, სადაც ცხადია სამთავრობო ჟურნალისტები და მთავრობის წევრები საუბრობენ. ხოდა, მათივე სიტყვებიდან გამომდინარე ვიგებ, რომ ევროპარლამენტი “ნაცებისაა”, ამერიკელი კონგრესმენები “ნაცებისაა”, საერთაშორისო ორგანიზაციები (HRW და ა.შ.) “ნაცებისაა”, ადგილობრივი ორგანიზაციები თავად ნაცები არიან, ჰოდა თქვენ ვინღა ხართ ეგ გამაგებინეთ და ჩემით გავალ ” – ნინია კაკაბაძე