“„ევროპული საქართველოს” მხარდაჭერა რომ მდომოდა, ამას როგორმე შალვა შავგულიძის გარეშეც მოვახრეხებდი”

პარტია “შენების მოძრაობის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ევროპული საქართველოს” მხარდაჭერა რომ მდომოდა, ამას როგორმე შალვა შავგულიძის გარეშეც მოვახრეხებდი.
რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, მთავარია მოვახერხოთ მაჟორიტარულ ოლქებზე შეჯერება. და ეს უნდა გავაკეთოთ არა ერთიანი საარჩევნო ბლოკით, არამედ ერთიანი საარჩევნო ფრონტით, იმისთვის რომ ჩვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მივაღწიოთ