ეკა ბესელიას ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – “ეს ინიციატივა ეხება ბავშვებია სიცოცხლის და ჯამრთელობის დაცვას! ეს კეთდება თქვენი შვილებისთვის!”

დეპუტატ ეკა ბესელიას ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დღეს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ვთავაზობთ პარლამენტს მხარდასაჭერად:
კანონის პროექტი, რომელიც ეხება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულებას.
კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.
რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე თუმცა ეს შემდეგი ეტაპი გახლავთ ,რათა მოემზადონ დროულად .
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი.
შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გადაადგილება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.
ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. პროექტის მომზადების დროს შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და სამართლებრივი რეგულაციები.
ეს ინიციატივა ეხება ბავშვებია სიცოცხლის და ჯამრთელობის დაცვას!
ეს კეთდება თქვენი შვილებისთვის!
მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას ვისთან ერთადაც ვიმუშავეთ.
იმედი მაქვს პარლამენტი ამ ინიციატივას მაინც დაუჭერს მხარს.დღეს, პლენარული სხდომის დაწყების წინ, მედიისთვის დამატებითი განცხადება გაკეთდება.