“ეკლესია ჩვენი მოქალქეების ცნობიერებას წურბელასავით აზის და ვერ ძღება, ეს არის ე.წ. მრევლის ბრალი”

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ფიდბექის შესახებ ხომ გსმენიათ? აი, თქვენ, როგორც მომხმარებელი უკმაყოფილო რომ ხართ სერვისით და უკურეაქციას რომ აძლევთ, რომ მომავალში სერვისი გაუმჯობესდეს? “მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი ისმინება” – ხომ გსმენიათ? და ფეისბუქზე ფეიჯზე ვარსკვლავების დაწერა? და ფეისბუქზე გლოვოებზე და ტაქსებზე და კონცერტებზე უკმაყოფილობების დაწერა? აი ეს ყველაფერი რომ გვეხმარება რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ ეგეც ხომ იცით?
ხოდა დღეს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მომხმარებელი ქმნის პროდუქტს. ქმნის რა, თუ არ აკრიტიკებს, იღებს იმას, რასაც სთავაზობენ და თუ აკრიტიკებს იღებს უკეთესს.
ხოდა დღეს რომ ეკლესია ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს, ჩვენი ქვეყნის ჰექტრობით მიწებს და მდინარეებს, ჩვენი ქვეყნის პარლამენტს, ჩვენი მოქალქეების ცნობიერებას წურბელასავით აზის და ვერ ძღება, არის მისი მომხმარებლის, ანუ ე.წ. მრევლის ბრალი.
ხშირად საუბრობენ ეკლესიის მტრებზე. სინამრდვილეში ისინი კი არ არიან ეკლესიის მტრები, ვინც მას აკრიტიკებენ, არამედ პირიქით – ისინი, ვინც ჩუმად არიან და ამ მართლა აღვირახსნილობას თავდახრილი მორჩილებენ. “წმინდა კაცია” – იტყვიან მღვდელზე და ენას მუცელში იგდებენ, როდესაც არ ერიდებიან ექიმს, რომელმაც ოპერაციაზე შეცდომა დაუშვა, მცხობელს რომელსაც ცომში ბუზი შეჰყვა და ტაქსისტს, რომელმაც სიგარეტი გააბოლა.
მრევლმა უნდა ამოიღოს ხმა თორე სულ ასეთი მდგომარეობა იქნება. მაგრამ როგორ ამოიღებს, როდესაც ყველაზე დიდი კედელი აიშენა ეკლესიამ მის გარშემო – არ განიკითხო.
არ განიკითხო – გეუბნება ორგანიზაცია, რომელიც ყველგან ჩარეულია და ყველაფერს განიკითხავს, პირადიდან, საზოგადო ცხოვრებით დამთავრებული. მხოლოდ ეხება ეგ “არ განიკითხო” თორე აბა გადახედეთ საზოგადოებას, რა გულიანად განიკითხავს ყველაფერს? მართლა ყველაფერს. მაგრამ უხსენებ მთვრალ და გაუმაძღარ მღვდელს და, ჰოპ – “არ განიკითხო”
განიკითხე – გაბედე საკუთარი გონების გამოყენება! ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო ყველა სიტუაციაში, გამონაკლისების გარეშე. მერე ვიქნებით უკეთ.