“ეკლესიის რეიტინგის დაცემა კარგია, ეს კრიზისი უნდა გახდეს პირობა საიმისოდ, რომ …” – არჩილ გამზარდია ეკლესიის რეიტინგის შესახებ

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს სქვეყნებს:
“ეკლესიის რეიტინგის დაცემა ერთი მხრივ, კარგია, იმ მხრივ, რომ დღევანდელი სასულიერო სივრცე მეტ-ნაკლებად ადეკვატურად აღიქმება, მეორე მხრივ კი, სამწუხაროა, რადგან ამდენად რეგრესირდა სასულიერო დასის ქმედებები.
ეს თუ მომავალი კრიზისი საქართველოს ეკლესიისა უნდა გახდეს პირობა საიმისოდ, რომ ის მომხვეჭელობა, კარიერიზმი, ხიბლი, უღირსოთა წარმომადგენლობა ეკლესიაში სათანადოდ გადაიხედოს და ეკლესია იყოს არა დასაქმებისა და ფინანსების თუ ძალაუფლების მოძიების მარტივი სივრცე, არამედ ერის იდენტობის, სულიერებისა და ფასეულობების სივრცე გახდეს კვლავ.
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ეკლესია თითოეული ჩვენგანისათვის მნიშვნელოვანი სივრცეა, რომელსაც პესიმიზმისგან, სიმარტოვისგან, სოციალური განადგურებისგან და ბევრი სხვა რამისგან გამოჰყავს ადამიანი და ჩვენვე გვჭირდება, ჩვენვე ვართ მისი მთავარი წყარო.
ასე, რომ ამ ინსტიტუციის ასეთი დეგრადირება როგორც დღევანდელი სასულიერო პირების გარკვეული ნაწილის მხრებზეა, ასევე ჩვენს მხრებზეცაა, ვინც ფანატიკურად ეკიდება სასულიერო პირებს, მათგან ყველაფერს მისაღებს ხდის, ყველაფერზე თავს უქნევს და არ აკრიტიკებს, ეს ერთგვარი თვითდამალვის მცდელობა გახდა სწორედ იმის პირობა, რამაც სასულიერო ინსტიტუცია დღევანდელ მოცემულობამდე მიიყვანა.” – არჩილ გამზარდია