fti.ge

Main Menu

  • მთავარი
  • სიახლეები
  • პარტიები
    • ქართული ოცნება
    • ნაციონალური მოძრაობა
    • ევროპული საქართველო
    • ახალი საქართველო
    • რეფორმატორები
    • გირჩი
    • ედპ
    • სხვა პარტიები
  • მოქალაქე
  • პოპულარული
  • GossiP
  • ვიდეო

logo

fti.ge

  • მთავარი
  • სიახლეები
  • პარტიები
    • ქართული ოცნება
    • ნაციონალური მოძრაობა
    • ევროპული საქართველო
    • ახალი საქართველო
    • რეფორმატორები
    • გირჩი
    • ედპ
    • სხვა პარტიები
  • მოქალაქე
  • პოპულარული
  • GossiP
  • ვიდეო
FTI
Home›FTI›ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის: 23 საინტერესო ფაქტი

ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის: 23 საინტერესო ფაქტი

By FTI Maynard Keynes
მაისი 9, 2019
1282
0

დედოფალი ელისაბედ II ისტორიაში ყველაზე დიდხანს მმართველი მონარქია, რომელმაც დიდ ბებიას დედოფალ ვიქტორიას პირველობა ჩამოართვა. მისი მმართველობა უკვე 66 წელზე მეტია გრძელდება და პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სახეს წარმოადგენს.

image

თუმცა თავად ელისაბედ II საკუთარ თავზე იშვიათად საუბრობს და მედიას ინტერვიუს არასდროს აძლევს.

ბევრი ადამიანი მას მკაცრი სახით და ქუდების უზარმაზარი კოლექციით იცნობს.

აი, კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელთა შესახებ, სავარაუდოდ, არაფერი გსმენიათ.

დედოფალი ელისაბედ II ახალგაზრდობაში

1.ის სკოლაში არასდროს დადიოდა

image

ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედოფალი გაუნათლებელია. ელისაბედმა, რომელიც ბავშვობაში ატარებდა სახელს „ლილიბეტი“, განათლება სახლში მიიღო, როგორც მისმა პატარა დამ, პრინცესა მარგარეტმა.

2.ერთხელ, დასთან ერთად ლონდონის ქუჩებში ინკოგნიტოდ დასეირნობდა

დებმა მშობლებისგან ნებართვა აიღეს, რომ 1945 წლის 8 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების მასობრივ დღესასწაულში მონაწილეობა მიეღოთ. დედოფალი ამ საღამოს, ცხოვრების ყველაზე თბილ დღედ იხსენებს.

„მახსოვს უცნობი ადამიანების რიგი, რომლებიც ხელჩაკიდებულნი უაიტჰოლის ქუჩებში დასეირნობდნენ და ბედნიერებას და შვებას აფრქვევდნენ“ – ჰყვებოდა დედოფალი მოგვიანებით.

3.მისი ტიარა ქორწილის დღეს გატყდა

სამეფო იუველირი დაუყონებლივ დაიბარეს, რომ მას ბრილიანტის ტიარა დაეფიქსირებინა. საბედნიეროდ, ცერომონიის დაწყებამდე სიტუაციის გამოსწორება შეძლეს.

4.დედოფალს თავის ქმართან ნათესაობა აკავშირებს

image

როგორც აღმოჩნდა, ელისაბედი და მისი მეუღლე, ფილიპი, მეოთხე თაობის და-ძმა არიან. ელისაბედი მამის მხრიდან დედოფალი ვიქტორიას ნათესავია, ხოლო ფილიპი – დედის მხრიდან.

ფილიპი საბერძნეთის და დანიის სამეფო ოჯახებში დაიბადა, მაგრამ საკუთარ ტიტულზე უარი თქვა, როცა დედოფალზე დაქორწინდა. ისინი ერთად უკვე 69 წელია არიან.

5.დედოფალი დაბადების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს

დედოფალის ნამდვილი დაბადების დღე 21 აპრილია, მაგრამ ქვეყანაში ოფიციალურად ამ დღეს 11 ივნისს აღნიშნავენ.

მონარქები, რომელთაც დაბადების დღე ცივ თვეებში აქვთ, ჩვეულებრივ დამატებითი ოფიციალური დაბადების დღე ენიშნებათ, როცა დღესასწაულისთვის ამინდი უფრო შესაფერისია. ელისაბედი თავის დაბადების დღეს ყოველ ივნისს აღნიშნავს.

6.ქვეყანას უკვე იმდენი ხანია მართავს, რომ მისი ტახტზე ასვლის დროს 5-დან 4 ბრიტანელი ჯერ კიდევ დაბადებული არ იყო

ბევრ ბრიტანელს ელისაბედის გარდა სხვა მონარქი არასდროს ჰყოლია. მისი ტახტზე ასვლის დროს ბრიტანეთის მოსახლეობის 81% ჯერ კიდევ დაბადებული არ იყო. ის ტახტზე, მამის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წელს ავიდა. ახლა უკვე 92 წლის ასაკში ყველაზე დიდხნიანი მმართველია.

7.მას 30-ზე მეტი კორგის ჯიშის ძაღლი ჰყავს

image

ელისაბედმა სამეფო ოჯახისთვის პირველი კორგი 1933 წელს, 18 წლის იუბილეზე შეიძინა. ელისაბედს საკუთარი კორგი, სახელად სიუზანი აჩუქეს და უმრავლესობა სწორედ მისი შთამომავლობაა.

ელისაბედმა სრულიად ახალი ჯიშის ძაღლიც გამოიყვანა, რომელიც ცნობილია, როგორც დორგი – კორგის და ტაქსას ნაჯვარი.

8.მას დიდი ბრიტანეთის ყველა წყლებში მოცურავე გედი და დელფინი ეკუთვნის

ჯერ კიდევ მე-12 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის მონარქმა ქვეყნის ყველა სისინა გედზე უფლება გამოაცხადა. ადრე ეს ფრინველი დელიკატესად ითვლებოდა. ამჟამად, დედოფალი მას საკვებად არ იყენებს, მაგრამ ფორმალურად მასზე უფლება აქვს.

ყოველწლიურად გედების აღწერა და მათი ჯანმრთელობის შემოწმება ხდება. გარდა ამისა, დედოფალს პრეტენზია აქვს ყველა „სამეფო თევზის“ უფლებაზე, მათ შორის ზუთხი, დელფინი, ვეშაპი და ზღვის გოჭი, რომლებიც დიდი ბრიტანეთის წლებში დაცურავენ.

9.მან სულ ცოტა, 260 ოფიციალური საზღვარგარეთული მოგზაურობა შეასრულა

ახლა დედოფალი ნაკლებ საერთაშორისო მოგზაურობას ასრულებს, მაგრამ ტემპს არ ანელებს. მხოლოდ 2015 წელს მან 341 ოფიციალური ღონისძიება გამართა და ეს პრინც უილიამის, პრინც ჰარის და ქეით მილდტონის ერთად აღებულზე ბევრად მეტია.

10.ის მდიდარია, მაგრამ არც ისე, როგორც გგონიათ

image

დედოფალი მოსახლეობის გადასახადების მხოლოდ ნაწილს ღებულობს და კიდევ უფრო მეტ თანხას უძრავი ქონების საკუთრებიდან. მისი პირადი ქონება 340 მლნ ფუნტს შეადგენს.

ეს შეიძლება დიდ თანხად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში 300 ყველაზე მდიდარი ბრიტანელის სიაში აღარ შედის.

11.მას გადასახადების გადახდა არ სჭირდება, მაგრამ იხდის

მონარქებს გადასახადების გადახდა არ ევალებათ, მაგრამ ელისაბედი 1993 წლიდან გადასახადებს ნებაყოფლობით იხდის.

12.მან მთვარეზე შეტყობინება გააგზავნა განაგრძე კითხვა

გააზიარე
  •  
  •  
  •  
loading...
Previous Article

“ჰიტლერი ზუსტად ისეთივე ჩათლახი პარანოიკი იყო, როგორიც ...

Next Article

ციხიდან გაყვანის საქმე – ვანო მერაბიშვილს გამოკითხავენ

ჟურნალისტი

“ღმერთო, ერთი ურო ჩასცხე ამას თავში, იქნებ ტვინი გაენძრეს ცოტა…” – ნინო ჯანგირაშვილი თალაკვაძეზე

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: პარლამენტზე ქიმიური შეტევა იყოო. მაგრამ შესვენების შემდეგ სხდომას მაინც გავაგრძელებთო. თქვენც მშვიდად იმუშავეთო ჟურნალისტებს თალაკვაძემ. ღმერთო, ერთი ურო ჩასცხე ამას თავში, იქნებ ტვინი ...
  • “ვეკითხები იმათ ვინც სალომე გააპრეზიდენტა… ეგ ცხარე ცრემლი ახლა, რომ გდით გააზრებული შეცდომის ბრალია?” – დავით ნებიერიძე

    By FTI Maynard Keynes
    დეკემბერი 12, 2019
  • “ჩემი ნამდვილი სამშობლო ისრაელია…” – ივანიშვილის განცხადება ისრაელში სტუმრობის დროს

    By FTI Maynard Keynes
    დეკემბერი 9, 2019
  • “სანამ პირდაპირი გაგებით ჩემოდნების ჩალაგების დრო არ მოვა ვერც კი მიხვდება რა ხდება მის თავს” – ნინო ჯანგირაშვილი ივანიშვილზე

    By FTI Maynard Keynes
    დეკემბერი 9, 2019
  • “ძალიან ამაზრზენია უკვე ეს კაცი!” – მერაბ მეტრეველი ივანიშვილზე

    By FTI Maynard Keynes
    დეკემბერი 3, 2019
loading…
  • პოპულარული
  • ვიდეო
  • მოქალაქე
  • პარტიები
  • GossiP
  • Instagram
© fti.ge ყველა უფლება დაცულია