“ელისაშვილს არ ყოფნის გამბედაობა, მხარდაჭერა უფრო მათ თავად სჭირდებოდათ, ვიდრე შალვა შავგულიძეს”

ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სიმართლე გითხრათ იოსელიან-ელისაშვილის მხარდაჭერა უფრო მათ თავად სჭირდებოდათ, ვიდრე შალვა შავგულიძეს. მეტი დაფიქრება მართებს ელისაშვილ-იოსელიანს რატომ დაეცა მათი მხარდაჭერა 17-დან 6%-მდე. ამომრჩეველს გამბედავი კანდიდატი მოსწონს და არა თავის თავში ჩაკეტილი და საკუთარ თავზე შეყვარებული. შალვა შავგულიძეს ახალ პარტნიორებს უწუნებს ბატონი იოსელიანი(შესაბამისად ელისაშვილი)👀. ეგ როგორ გამოდის ბიჭებო?! თქვენს მხარდაჭერას როცა გვთხოვდით ჩვენ, მაშინ მისაღები ვიყავით? როცა ბატონი ელისაშვილი მთაწინდაზე ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე საუბრობდა (რატომღაც ერთიანი კანდიდატად მხოლოდ თავის თავი წარმოუდგენია🙈😄), მაშინ რატომ არ “ჰკითხა თავის ამომრჩეველს” ვუნდოდით ევროპული საქართველო პარტნიორად? ნაციონალებზე აღარაფერს ვამბობ – მათ გარეშე როგორ წარმოედგინათ მთაწმინდაზე ერთიანი ოპოზიციის კანდიდატობა?!. მოკლედ, სამწუხაროდ, ტყუილი და ფარისევლობაა ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, თუ ელისაშვილს არ ყოფნის გამბედაობა, მის ამომრჩეველს ნამდვილად ეყოფა, რადგან გამბედაობაა გამარჯვების საფუძველი