“ემიგრანტი დედების შვილიკოების უსაქმური და გაუნათლებელი ნაწილი სიუხეშ-სიუზრდელით გამორჩეულები არიან” – გურამ შეროზია

“რასაც ვაკვირდები, სიუხეშ-სიუზრდელით გამორჩეულები, მიმტანების და ზოგადად პერსონალის მიმართ – სხვისი ფულებით “მოგულავე” გოგო-ბიჭები არიან.აი, ან ფულიანი საყვარლების “ნაშობა”, ან ფულიანი მამიკოს ან ემიგრანტი დედების შვილიკოების უსაქმური და გაუნათლებელი ნაწილი.- წყალი რატომ არ არის საკმარისად ცივიიი- მთელი ხუთი წუთია ვზივარ და რატომ არავინ მოდიიის?- ეს რა მომსახურებაა, არაფრად ვარგიხართ- თქვენი ასე და ისე, ხმის აწევები, დაძაბვები და ძალიან ზემოდან ყურება!მერე, ვიაზრებ და ვხვდები, რომ მიმტანები საერთოდაც არ არიან ცოდოები, ისინი ადრეული ასაკიდან იბრძვიან მიზნებისთვის და აუცილებლად მიაღწევენ, ეს ტუტუცები კიდევ, მათი ერთადერთი ფუნქცია – ძალის დემონსტრირება და რაღაცის მტკიცებაა.აბა, რეალიზებულ, წარმატებულ და ბედნიერი ადამიანს – არასდროს გაუჩნდება ვინმეს დაკნინების სურვილი, პირიქით. და კიდევ, მათი გაოცებული სახე, როცა მეტი ემოციური ინტელექტისკენ მოვუწოდებ, საკმაოდ მკაცრი ტონით, როცა მსგავს ფაქტებს ვაწყდები, prosta rogor vakadree?! როგორც და აი ასე! ნოთ ქულ, ნოთ ქულ ” – წერს გურამ შეროზია.