“ერთი ადამიანი შუშის სასახლიდან მეორე დევნილობაში მყოფ ადამიანს ეთამაშება “სამეფო კარის თამაშებს”” – თათია დოლიძე

ახალგაზრდა დიპლომატი თათია დოლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
როგორც ჩანს , ნიკანორ მელია, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, გავრილოვის ნიადაგზე, რუსეთ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობების დარეგულირების მცდელობას შეეწირება.
საკმაოდ მებრალება, როგორც პოსტ-მიშა პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად მოეკითხება ნაც.მოძრაობის წარსული ცოდვები.
აქვე ვიტყვი, რომ გახარიაც კი მეცოდება, რადგან მაქვს უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სროლის ბრძანება მისი გაცემული არ ყოფილა, თუმცა გემის კაპიტანი გემთან ერთად იძირება და მინისტრის პოზიციიდან თავს მაინც ვერაფრით გაიმართლებს.
მოკლედ რომ ვთქვა, საბოლოოდ მაინც ყველა ცოდოა ნაც-ქოც პოლიტიკური ელიტიდან, რადგან თავი რეალური მოთამაშეები ჰგონიათ და სინამდვილეში აქ მხოლოდ ერთი ადამიანი შუშის სასახლიდან მეორე დევნილობაში მყოფ ადამიანს ეთამაშება “სამეფო კარის თამაშებს” და ისე გადაუწყვეტს თავისიანს თუ მიშასიანს ხვალინდელ დღეს, რომ ბედისწერას არც კი დაეკითხება.