“ერთი გვარი ჰქონდა შერჩენილი ქართული და მაგაზეც უარი თქვა… სტალინზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ერთი გვარი ჰქონდა შერჩენილი ქართული და მაგაზეც უარი თქვა, მეორე ქორწინებიდან შეძენილი შვილებიც არ დაწერა ჯუღაშვილად. ამაზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია: იოსებ სტალინი – დამოუკიდებელი საქართველოს რუსულ საბჭოთა წუმპეში შეთრევის მთავარი ორგანიზატორი 1921 წელს და ქართული მიწების გასხვისების ხელშემწყობი (იმ დროს რუსეთის, 1922-დან სსრკ-ს ეროვნებათა საქმეების კომისარი/მინისტრი). გარეჯი-ქართული იერუსალიმი მან გაწირა და ჩადო ეს ნაღმი, ახლა მანქურთები ალბანურად რომ აცხადებენ.
p.s. ორჯონიკიძე და სხვანი პაიკები იყვნენ მის ხელში…