“ერთი მოდუნება და ერთ სეკუნდში გაგძვრება ბოლო კაპეიკი……. მაშ! “- გივი თარგამაძე

ევროპული საქართველოს წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს:
აი სად დაიწვა – “არტარეას დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი”.
მაგრამ, უღირდა ამად – მხოლოდ იდეალურად გლუვი ტვინის პატრონს აქვს კვინტესენციალური ზემგრძნობელობა საფრთხისა, რომელიც, მისთვის ასე გაშიფრული ფილოსოფიის საფარში ჩაბუდებული, შიგნიდან წვეთწვეთად ხრავს, ფიტავს ასე რუდუნებით შექმნილ უდარდელობის აურას და გადაასხვაფერებს მრავალწლიანი შრომით ზედმიწევნით დადგენილ ადამიანის დანიშნულების ფორმულას, რომლის წინაშე მეფენიც თრთვიან და დრტვიან (თუ, კრთიან? ირაკლი, მომაშველე ინტელექტი) ……
ერთი მოდუნება და ერთ სეკუნდში გაგძვრება ბოლო კაპეიკი…….
მაშ!

