“ერთი პატარა, რეგიონიდან ჩამოსული, გზააბნეული ბიჭი ვიყავი, უშრეტი ენერგიით და დიადი ოცნებებით… ბევრი არაფერი შეცვლილა” – გურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დაბადების დღე ერთ-ერთია იმ ცოტა დღეთაგან, როცა იმდენ ადამიანს ვახსენდები და გამოხატავენ სიყვარულს, მოლოდინს რომ აჭარბებენ, აი ისინიც, ვინც რატომღაც ფიქრობენ, რომ ჩემს ჰიპერ აქტიურ რეჟიმში, მათი ადგილი აღარაა და ცდილობენ აღარ შემაწუხონ…
არა და, არ იცით, როგორ ვაფასებ და მიყვარს ის ადამიანები, ვისაც ჩემი სჯეროდა, მხარს მიჭერდა და ჩემს გვერდით იყვნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ერთი პატარა, რეგიონიდან ჩამოსული, გზააბნეული ბიჭი ვიყავი, უშრეტი ენერგიით და დიადი ოცნებებით…
ბევრი არაფერი შეცვლილა, ახლაც ისევე მიყვარს ცხოვრება, სიცილი, ახლაც თმაგაწეწილი ვარ და ახლაც ვწითლდები, როცა მაქებენ. ჰოდა, არსად წავსულვარ…
აქ ვარ, ყველაფერს ვხედავ, აღვიქვამ, ვგრძნობ და ვაფასებ. მადლობა დასაბამიდან დღემდე, ყველაფრისთვის