“ერთ-ერთ ტელევიზიას ინტერვიუ მივეცი და აღმოვაჩინე რომ ინტერვიუს დროს კალოშებით ვიდექი… იმედია, კადრში არ მოხვდება” – არჩილ გამზარდია

პროფესორი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ერთ-ერთ ტელევიზიას ინტერვიუ მიცა და ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ამ პროცესს გადაჩვეულს მომზადება გაუჭირდა.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“დღეს ინტერვიუ მივეცი ერთ-ერთ ტელეკომპანიას. ისე სასაცილოდ გამომივიდა, ჯერ ერთი საათი თმას ვისწორებდი, არაფერი გამომივიდა… მერე ძლივს ვიპოვნე ე.წ. საგარეო პერანგი და შარვალი, ისე შორს მქონია შენახული, აღარც მახსოვდა… მერე მაინც დამავიწყდა რაღაც და აღმოვაჩინე რომ ინტერვიუს დროს კალოშებით ვიდექი… იმედია, კადრში არ მოხვდება… თუმცა, ისეთი “ვარცხნილობით” ვიქნები, კალოშები რომც გამოჩნდეს, ვარცხნილობის ფონზე არაფერია, უფრო შევსება.” – წერს არჩილ გამზარდია.
😀