“ესეთი პრინციპულები ნეტა მაშინ იყოთ, რუსები ყოველდღე ტერიტორიას როცა გვართმევენ, უკრაინასთან დიდ გულზე ხართ, რუსი “ბოსები” გაქეზებენ” – დავით ქაცარავა

სამოქალაქო მოძრაობა ” ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნაზე მთავრობის რეაქციას ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას პრინციპულები უკრაინასთან კი არა რუსეთთან იყონ.
” ესეთი პრინციპულები და რადიკალურები ნეტა მაშინ ყოფილიყავით, როდესაც რუსები მილიონობით კვადრატულ მეტრ ტერიტორიას გვართმევენ ყოველდღე.რუსეთთან ჩმორები ხართ და უკრაინასთან დიდ გულზე ხართ მოსულები. რატომ? რუსი ბოსები გაქეზებენ?? ” – წერს დავით ქაცარავა.