“ესეთი სილურჯე მაქვს … ზეგ პაემანს ვგეგმავ და შარვალს რომ ჩავიხდი ცალკე ამაზე არ გაუსკდეს გული”

მომღერალი მიშა სულუხია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
როგორც ჩვენი პროფესორი იტყოდა : ვითომ ზღვაზე ვართ 😂
– ღმერთს რომ ვუყვარვარ სულ ვგრძნობ ამას. ახალგაზრდა ბიჭმა მანქანით დამარტყა, ერთი 20 მეტრი მოტომ იფრინა ერთი 10 მე, ფეხზე წამოვხტი და მოტოს ვეცი რამე ხომ არ ჭირსთქო და ნაკაწრიც არ ქონდა, მხოლოდ ნოშკა გამეღუნა და დავმშვიდდი😬
ავტობუსზე კეთილგანწყობა სად გამომადგა, მძღოლს სწრაფი რეაქცია ქონდა არ გადამიარა. ამასობაში აკანკალებული მძღოლიც მომვარდა ისე განიცდიდა ჩხუბი ვეღარ დავუწყე. იმ წუთას ვერაფერს ვგრძნობდი, მერე ვიპოვე დაბეჟილობები. ესეთი სილურჯე არასდროს მქონია 😬
ეხლა მითხარით ამაზე რა მალამო წავისვა რომ მალე გამიაროს. ზეგ პაემანს ვგეგმავ და შარვალს რომ ჩავიხდი ცალკე ამაზე არ გაუსკდეს გული