“ესე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, წელიწადზე მეტია…” – რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალებას ეხმაურება.
“წელიწადზე მეტია, თუ მეტი არა, უზომოდ დიდი ნეგატივის მიღება უწევს ჩვენ საზოგადოებას და ქვეყანას თავისთავად. დღე არ გავა ან ახალგაზრდის გარდაცვალება არ გახდეს საქვეყნო “მოვლენა” ან დანგრეული თუ დაუმთავრებელი ხიდის მსგავსი.
ესე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, რადგან ერთი, ინდივიდუალურ-ვირტუალურ-პოზიტიურ სამყაროს ვერავინ მოვიწყობთ და მეორე, ქვეყანა წინ ვერ მიდის და ჩიხშია შესული.
ყველამ ვკითხოთ ჩვენს თავს, რა არის გამოსავალი?”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.