ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის ერთ-ერთ შვილს, გურული დღიურების ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, როგორც კეკელიძე ამბობს, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის ერთ-ერთ შვილს, გურული დღიურების ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.
“ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის ერთ-ერთ შვილს, ანანო ნაჭყებიას, გურული დღიურების ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს. ფონდი შეუძენს სასკოლო ინვენტარსაც და სკოლის დამთავრებამდე სასწავლო მიმართულებით სხვა დახმარებასაც ხშირად გაუწევს. ანანო სამტრედიაში ცხოვრობს და საუკეთესო მეხუთეკლასელია. ” – წერს გიორგი კეკელიძე.