fti.ge

Main Menu

  • მთავარი
  • სიახლეები
  • პარტიები
    • ქართული ოცნება
    • ნაციონალური მოძრაობა
    • ევროპული საქართველო
    • ახალი საქართველო
    • რეფორმატორები
    • გირჩი
    • ედპ
    • სხვა პარტიები
  • მოქალაქე
  • პოპულარული
  • GossiP
  • ვიდეო

logo

fti.ge

  • მთავარი
  • სიახლეები
  • პარტიები
    • ქართული ოცნება
    • ნაციონალური მოძრაობა
    • ევროპული საქართველო
    • ახალი საქართველო
    • რეფორმატორები
    • გირჩი
    • ედპ
    • სხვა პარტიები
  • მოქალაქე
  • პოპულარული
  • GossiP
  • ვიდეო
FTI
Home›FTI›“ეს ადამიანები, თავად პოულობენ სარჩოს, არ აწუხებენ ხელისუფლებას და მათი შევიწროება უსამართლოა” – ელისო ჯანაშია ტაქსისტებზე

“ეს ადამიანები, თავად პოულობენ სარჩოს, არ აწუხებენ ხელისუფლებას და მათი შევიწროება უსამართლოა” – ელისო ჯანაშია ტაქსისტებზე

By FTI Maynard Keynes
ოქტომბერი 4, 2019
151
0

მოქალაქე ელისო ჯანაშია სოც. ქსელში წერს:

ტაქსებზეც დავწერ ბარემ…
თბილისში, ხალხის აზრი რომ გამოეკითხათ, მათ შორის, ფერის პრობლემა უკანასკნელ ადგილს დაიჭერდა, ან საერთოდ არ დასახელდებოდა.
არასოდეს იქნებოდა ტაქსების კატეგორიებად დაყოფის და მეორე კატეგორიის ტაქსები დაჯარიმების მოთხოვნაც. ეს ადამიანები, თავად პოულობენ სარჩოს, არ აწუხებენ ხელისუფლებას და მათი რაიმე ფორმით შევიწროება, არაგონივრულთან ერთად, უსამართლოა!

სალონში სისუფთავე და ტექნიკური უსაფრთხოება, ნამდვილადაა პრობლემა. ასევე გაზზე გადაყვანილ მანქანას მე პირადად ავკრძალავდი სატაქსაოდ, და ამის მოთხოვნა რომ დაეწყოთ, ჩავთვლიდი, რომ ჩვენზე ზრუნვით მოსდით, თუმცა სისუფთავესაც ბაზარი არეგულირებს ნელ-ნელა. გააჩერებ, იმ წამს ხედავ სალონის მდგომარეობას, შეგიძლია გამოიხურო კარი და რამდენიმე წამში მოსულ სხვა, სუფთა ტაქსიში ჩაჯდე. ასევე ტაქსების უამრავი კომპანიაა, კონკურენცია მაღალია. ყველას უნდა მისი კომპანია უკეთესი იყოს ფასით, ოპერატიულობით, სისუფთავით. თავისთავად რეგულირებადია

დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოგვარებას შევეცდებოდი. ვერ იტყვი რომ ამ კუთხით არაფერი კეთდება, ბევრი ავტობუსი შემოიყვანეს და კიდევ ამატებენ, როგორც ვიცი, მაგრამ საზტრანსპორტის პრობლემა ჯერაც პრობლემაა. ანუ ეს არის პრიორიტეტი!

არასოდეს უთქვამთ თბილისელებს, რომ ტაქსებია მათი ქალაქის პირველი პრობლემა. მაშ, რატომ გახდა ტაქსი ასეთი მნიშვნელოვანი და მით უფრო ფერი. უცხოელი ტურისტისთვის? იმ გაპრიალებული ტაქსიდან ქუჩაში მდგარ სამათხოვროდ ხელგაწვდილ ბავშვებს რომ დაინახავენ, თეთრ ტაქსიზე ილაპარაკებენ ნეტა, უკანდაბრუნებულები?

ვაუჩერს ვაძლევთო. ის ვაუჩერი ხომ ბიუჯეტის ფულია?! კითხა ვინმემ თბილისელს მისი ფულით ტაქსების ფერის შეცვლა ურჩევნია თუ მაგალითისთვის, ქუჩაში მდგარი ბავშვების პრობლემის მოგვარება? ასე რომ ეკითხა, ბუნებრივია, მეორეს ვიტყოდით.

ვფიქრობ, ამ თემაზე გაიხსნას დისკუსია და შევეშვათ ამ ნაკლებადმნიშვნელოვან თემებში ფულსი ყრას. რაც კეთდება, იმასაც ფარავს მერე ასეთი იაღლიშები და უაზრო სიჯიუტე. მერის ადგილას ახლა, ვიტყოდი: კარგი ბატონო, არ მიიღო ეს გადაწყვეტილება თბილისმა, ანუ არ იყო სწორი. მოდი, გავაუქმოთ.

არ ტეხავს შეცდომის აღიარება, საერთოდაც პირიქითაა და დავიწყოთ ამ ბავშვებზე ზრუნვა.

დღეს საქართველოში 3 ათასზე მეტი ე.წ. ქუჩის ბავშვია. ამდენი მილიარდერ/მილიონერი გვყვას ქვეყანაში, გვაქვს თითქოს სოციალური ბიუჯეტი, ვართ სენსიტიური საზოგადოება მსგავსი თემების მიმართ, მაგრამ ამ ბავშვების თბილ კერაში დაბრუნება რატომღაც არავის პრიორიტეტად არ ქცეულა.

ასეთი ბავშვები და მოხუცებია დღეს #1 პრობლემებს შორის დღეს საქართველოში, რომელსაც კარგად ამჩნევენ ჩვენი უცხოელი ტურისტებიც და მეგობრებიც, რასაც ხშირად ანგარიშებშიც ასახავენ.
დავიწყოთ აქედან. ამაზე უკეთესს არაფერს გავაკეთებთ ყველა ერთად – ხელისუფლება, საზოგადოება, ბიზნესი, მედია, არასამთავრობოები …

გააზიარე
  •  
  •  
  •  
loading...
Previous Article

“ქოცებო, ორშაბათს თქვენი თანაპარტიელის იმხელა სექსუალური ძალადობა ...

Next Article

“რუსეთია პრობლემა და ოკუპანტი თუ ახალბედა პოლიტიკოსების ...

ჟურნალისტი

“დატყვევებულ ადამიანზე ისეთებს ვკითხულობ მგონი მართლა აღარ ღირს ამ ქვეყანაში ცხოვრება…” – მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: წესი იყო საქართველოში ყოველთვის რომ პატიმარზე ცუდის თქმა ტეხავდა, მის ოჯახზე შეხება ტეხავდა…კრიმინალ პატიმრებზე იყო ეს დაუწერელი კანონი და ახლა ოკუპანტის და მტრის ...
  • ჯანგირაშვილი

    “ღმერთო, ერთი ურო ჩასცხე ამას თავში, იქნებ ტვინი გაენძრეს ცოტა…” – ნინო ჯანგირაშვილი თალაკვაძეზე

    By FTI Maynard Keynes
    დეკემბერი 12, 2019
  • “ვეკითხები იმათ ვინც სალომე გააპრეზიდენტა… ეგ ცხარე ცრემლი ახლა, რომ გდით გააზრებული შეცდომის ბრალია?” – დავით ნებიერიძე

    By FTI Maynard Keynes
    დეკემბერი 12, 2019
  • “ჩემი ნამდვილი სამშობლო ისრაელია…” – ივანიშვილის განცხადება ისრაელში სტუმრობის დროს

    By FTI Maynard Keynes
    დეკემბერი 9, 2019
  • “სანამ პირდაპირი გაგებით ჩემოდნების ჩალაგების დრო არ მოვა ვერც კი მიხვდება რა ხდება მის თავს” – ნინო ჯანგირაშვილი ივანიშვილზე

    By FTI Maynard Keynes
    დეკემბერი 9, 2019
loading…
  • პოპულარული
  • ვიდეო
  • მოქალაქე
  • პარტიები
  • GossiP
  • Instagram
© fti.ge ყველა უფლება დაცულია