“ეს ადამიანი არის სრულიად უდანაშაულო” – ზურა ჯაფარიძე ფაშისტური მოძრაობის ლიდერს გამოექომაგა

ეს ადამიანი არის სრულიად უდანაშაულო
ეს ადამიანი არის სრულიად უდანაშაულო და მისი ციხეში გამოკეტვა არის დიდი უსამართლობა
23 ტყვიის გამო, სულ რომ არ იყოს ჩადებული და მართლა ჰქონდეს ნაყიდი, ადამიანს სისტემა 3.5 წლით უშვებს ციხეში
და ამას აკეთებს იმის იმედად რომ ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს არ მოსწონს მისი ხედვები და, შესაბამისად, გვერდში ცოტა თუ დაუდგება
იარაღი, ტყვიებით, არის თავდაცვის საშუალება და ნებისმიერ ადამიანს აქვს თავდაცვის უფლება!
ფაშისტის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხედვების მქონე ადამიანის დაჭერა მოსულა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ძალდობს ან მისი მოწოდებები ქმნის ძალადობის რეალურ და მყისიერ საფრთხეს!
არ არსებობს დანაშაული დაზარალებულის გარეშე!