“ეს ამბავი არავისთვის ყოფილა მოულოდნელი. მეტიც, გვარამია ამზადებდა ალტერნატიულ გზებს ასეთი სიტუაციისთვის” – მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
ქართველები ემოციური ხალხი ვართ და დღევანდელი მძაფრი რეაქცია გასაგებია. ახლა, ცოტა დავმშვიდდეთ და სიტუაცია გავიაზროთ.
ის ადამიანები, ვინც რუსთავი 2-ის კონტენტს ქმნის არსად გამქრალან. გვარამია, გაბუნია, კვესიტაძე თუ ჯავახიშვილი, ყველა საქართველოშია ჯერ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ამბავი არავისთვის ყოფილა მოულოდნელი. მეტიც, გვარამია ამზადებდა ალტერნატიულ გზებს ასეთი სიტუაციისთვის. ცხადია მისთვისაც და ყველა ჩვენგანისთვის გასაგებია სირთულეები, მაგრამ რეალობა ასეთია.
მაყურებელიც, რომელიც ტელევიზიის ერთგულია და მისი სიძლიერის ფუნდამენტია, ასევე არსად წასულა. ეს ადამიანები კვლავ მოითხოვენ კრიტიკულ კონტენტს და იმედზე არ გადალაგდებიან.
ჰოდა, მე ვერ ვხედავ ტრაგედიას ! ბევრ სამუშაოს, სირთულეებს, წინააღმდეგობას ხელისუფლების მხრიდან ვხედავ, მაგრამ გადალახვადია ეს ყველაფერი.
ბრძოლაში ყველაზე ცუდია ზედმეტი ემოციები. სუნ ძი ამბობს ასე