“ეს არაფრისმთქმელი “გამიჯვნა” უკიდურესად დაბალი ფასი არაა? მომბეზრდა თავის მოდებილება…” – სალომე ბარკერი

სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“არ ვიზიარებთ ერთ-ერთ მთავარ ხაზს” 🙂
“საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის” მიერ დაწერილი უსაყვარლეს-ნეიტრალურ-ერთნაირი ფეისბუქ სტატუსებით გამიჯვნა ვერ უშველის იმედის ეთერში გასულ მძღნერის გროვას, რომელსაც 8% ჰქონდა რეიტინგი (შედარებისთვის, ტოპ გადაცემებს აქვთ ხოლმე 12-13%) და რომელიც კვირას, ანუ 4 დღის წინ გავიდა ეთერში.
მესმის, საზოგადოების მხრიდან უკიდურესი აღშფოთებების და გუგუტიანთკარში მიმდინარე გაშმაგებული ბორდერიზაციის პირობებში, საჭირო გახდა “ერთ-ერთ ხაზს” გავმიჯნოდით და ამით სახეები შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ამ ნახევრად გადმოგდებული ვითომ პრინციპულობისთვის მადლობელი ვერ ვიქნები.
თქვენი ყოველდღიური შრომით მორდორის მოძლიერების პარალელურად ეს არაფრისმთქმელი “გამიჯვნა” უკიდურესად დაბალი ფასი არაა? მომბეზრდა თავის მოდებილება.
აქვე ვიკითხავ, მთავრობის რომელმა წევრმა მიაჯვა თუნდაც ტვიტერით “კერძო ტელევიზიის ეთერში” გასულ ფილმს და მის ნარატივს? anyone?