“ეს არის ჩვეულებრივი მწვალებლობა… გაზის კამერისგან დიდად არ განსხვავებული” – პეტრე კოლხი ეროვნულ გამოცდებზე დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტკებს

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეროვნულ გამოცდებზე დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს.
“კატეგორიულად დასაგმობია ეროვნული გამოცდების იმ ფორმით ჩატარება, როგორც დაიგეგმა. ჯერ დისტანციური სწავლების არასრულყოფილი შედეგი, მერე იმის ნერვიულობა, რომ ეროვნულ გამოცდას აბარებ და ყველაზე მთავარი, ისეთი აღჭურვილობით, ვისაც ჰაერის უკმარისობა აქვს, შეიძლება გული გაუსკდეს.
ეს არის ჩვეულებრივი მწვალებლობა..
გაზის კამერისგან დიდად არ განსხვავებული…
ღიად ირღვევა აბიტურიენტის უფლებები…
ვიტოვებ იმედს, ეს არაადექვატური გადაწყვეტილება შეიცვლება!.. ” – წერს პეტრე კოლხი.