“ეს ჯიგარი ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი იყო, როცა წამლით დაიჭირა პოლიციამ…” – გიგი უგულავა

ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ეს ჯიგარი ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი იყო, როცა წამლით დაიჭირა პოლიციამ, ორ დღეში საფრანგეთს ვეთამაშებოდით, მერე “ობშაკის” თემაზე, ეს ყველას ახაოვს. ახლა კალაძის ძმაკაცობით შავ შავ ხალხს ინსტრუქციებს აძლევს, როგორ ატერორონ ხალხი, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს. ხოდა რა ვქნათ? ქვეყანა ასეთებს დავუთმოთ? არა რათქმაუნდა. პოლიციის იმედი არ უნდა გვქონდეს, ვნახეთ ჯიბეში ხელებით იდგნენ. ამიტომ კბილი კბილის წილ. ამ ტიპებმა ერთი ენა იციან – ძალის. დაინახავენ რომ ჯობიხარ და შეძვრებიან სოროში, როგორც იმ დღეს – ელენეს რომ დაემალა. ასეა ეს!
გიგი უგულავას პოსტი არის გამოხმაურება გიორგი
დემეტრაძის განცხადებაზე, რომ “ქართული ოცნების” მომხრეა, თუმცა მათ მხარდასაჭერად არაფერი გაუკეთებია