“ექსკლუზური ინტერვიუ მოკლულ დავით სარალიძესთან“ – ზაზა სარალიძის სულისშემძვრელი მიმართვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მედიაში გავრცელებულ მიხეილ კალანდიას ექსკლუზიურ ინტერვიუზე ემოციურ პასუხს ავრცელებს:
“ექსკლუზიური ინტერვიუ მოკლულ დავით სარალიძესთან!!!
პირველ რიგში მინდა გკითხოთ,როგორ გრძნობთ თავს?
დათო—- ……..
ჯანმრთელობა როგორ გაქვთ???
დათო—-…….
როგორ შეიცვალა თქვენი არსებობა თქვენი მკვლელობის შემდეგ???
დათო——……
თქვენი მკვლელობის შემდეგ ხომ არ ყოფილა რაიმე ზეწოლა თქვენი სახელის მიმართ???
დათო——…….
რა გაქვთ ახლა სათქმელი საზოგადოებისთვის??????
დათო——-……..
რა იყო თვენი ოცნება თქვენს მკვლელობამდე?????
დათო——…….
ვინ გენატრებათ და ვის ენატრებით????
დათო——………………….
კიდევ ბევრი კითხვა დაისვა მოკლულ დავით სარალიძესთან,მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ!მოგვიანებით შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მოკლული დავით სარალიძის დედასთან და მამასთან”- წერს სარალიძე.