“ექსტრემალური ტურიზმის განვითარების მიზნით გთავაზობთ ტურს “იმგზავრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით”, ადგილები შეზღუდულია, ძალიან შეზღუდული”

ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
თბილისის მერიამ ჭავჭავაძესა და გლდანში ახალი ტურისტული ზონები შექმნა სპეციალურად მოლაშქრეებისა და მეკლდეურებისათვის. რეკომენდებულია აღნიშნულ ტერიტორიებზე სიარული კარვით, რომ შეიძლება გზაში დაგაღამდეთ და გასათენებლად, ასევე წერაქვებით, მოლაშქრის დიდი ზურგჩანთით, სამხედრო ბატინკებით, აუცილებლად დაეზღვიეთ გზაში სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.
ექსტრემალური ტურიზმის განვითარების მიზნით კი გთავაზობთ ტურს “იმგზავრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით”, მხოლოდ ფრთხილად, ადგილები შეზღუდულია, ძალიან შეზღუდული.
ამ ყველაფრის ფონზე კი მერია ასევე გთავაზობთ თანამდევ პილიგრიმულ ტურებს, თქვენ გაივლით ამ ზონებს მოწამეობრივად, ჩაგენერგებათ ღვთის მიმართ მეტი იმედი და რწმენა, გადარჩენის მიზნით.
@თბილისის მერია ადგილობრივი ტურიზმის განვითარების სამსახურში.