**ე ამ ქვეყანაში ოჯახების დიდი ნაწილის ნომერ 1-ლი საოცნებო ორგანოა – გურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია სოცისლურ ქსელში ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებს ეხმსურება.
მისი თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ გოგო სასურველი შვილი არ არის და ყველას ვაჟი უნდა.
“”ბიჭის მამობა სულ სხვაა-ს” შემქმნელებისგან…
ალბათ, ბოლო პერიოდში ზედმეტად სწორად “დავაწმინდავე” გარემოცვა და ამიტომაც მიკვირდა საოცრად, როცა ელენას მოლოდინზე პოსტი დავდე და მომივიდა უამრავი სამძიმარი:
- უიჰ, გოგოა?
- არა უშავს, შემდეგი იქნება ბიჭი
- ნუ, გოგოც არაა ცუდი
მე იმას ვერ ვხვდები, “*ლე” სალანძღავი სიტყვა რატომ არის ამ ქვეყანაში, სადაც ოჯახების დიდი ნაწილის ნომერ 1-ლი ოცნება აღნიშნული ორგანოა, აბა სხვა განსხვავებას მე ვერ ვხედავ გოგო და ბიჭ შვილებში.
“იმ ოჯახზე,” დავიჯერებ, რომ 3 ბიჭი შვილის შემდეგ გოგო რომ დაბადებულიყო – ასევე გაბედნიერდებოდნენ და უბრალოდ გადმოცემის ფორმა დაემთხვა არც ისე ლამაზად, მსმენია, როგორ უყვართ ის სამი გოგოც და სექსიზმის დაჯერება არ მინდა…
და, აქვე შეგახსენებთ: საქართველო – ეს ის მორწმუნე ქცეყანაა, სადაც დაახლ. 25 ათას პაწაწინა და უცოდველ გოგონას დაბადების უფლება წაართვეს აბორტით, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონები იყვნენ, მადლობა ყურადღებისთვის.” – წერს გურამ შეროზია.