“ვაიმე ვაიმე რა სისასტიკეა, საშინელებაა შენს თავს ასე უყურო… ყველა ოპერატორი მინდა ასე დაისაჯოს” – ნათია ფანჯიკიძე ოპერატორს გაუბრაზდა

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
” სტუმრად უძვირფასესი და უგადასარევესი გოგოს, ელენე ფირცხალაიშვილის საავტორო გადაცემაში.
ოღონდ ვაიმე ვაიმე ვაიმე ვაიმე რა სისატიკეა ასე ახლო კადრები, გამადიდებელ სარკეში რომ იყურები, იმაზე უფრო დიდი საშინელებაა შენს თავს ასე უყურო. ვისაც არ გამოგიცდიათ, ჯვარი გეწეროთ ოთხივ კუთხივ.
მსოფლიოს ყველა ოპერატორი მინდა ასე დაისაჯოს, რომ საკუთარი კანის ფორებში ჩაახედოს ვინმემ ყოველ სისხამ დილას და ყოველი ძილის წინ საღამოს, რომ იგრძნონ ეს სიმწარე” – ნათია ფანჯიკიძე