ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა TV პირველი დატოვეს

ტელეწამყვანები ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი TV პირველს ტოვებენ. მათ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში “პოლიტმეტრის” დასრულების შემდეგ გააკეთეს. ტელეარხი მათთან ერთად დატოვეს ამავე გადაცემის პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა. “შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის. ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როცა სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით მთელი ხუთი წელი […] თანამშრომლობის რესურსი, როგორც ჩანს ამოწურულია. კერძო არხს აქვ უფლება, ბუნებრივია, ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ვახო სანაიამ. ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, არხიდან წამოსვლის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მისი და არხის მენეჯმენტის ხედვები არ ემთხვევა ერთმანეთს.“მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები არ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებზებზე”, – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა. |