“ვბრაზდები ძალიან და მინდება, რომ სათითაოდ ყველასთან მივიდე და ავუხსნა, თუ როგორ არ იმსახურებს დედაჩემი ამ ყველაფერს” – ლიზა ქისტაურის ემოციური პოსტი

ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მან მისი და დედამისის ურთიეთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ უარყოფით კომენტარებს, რაც მასზე სოციალურ ქსელებში იწერება არ იმსუხერებს და რომ დედა იყო ის ადამიანი, რომელმაც მიიღო ისეთი როგორიც არის.
“პატარაობაში როდესაც დედაჩემზე საშინელებებს წერდნენ და მეუბნებოდნენ , რომ პატრონი არ მყავდა რეაქცია არ მქონდა ხოლმე და არ ვაქცევდი ყურადღებას , ალბათ ბავშვი ვიყავი და არ მოქმედებდა ისე ძაან.ახლა ვკითხულობ ხალხის კომენტარებს და ჩემზე საშინელებებს რომ წერენ , ახლაც არ მაქვს რეაქცია , მითუმეტეს როდესაც ვხედავ ვინები წერენ მაგრამ , როდესაც დედაჩემზე წერენ , რომ პატრონი არ მყავს , დედაჩემმა “მიმაგდო” , დედასაც არ ვუნდივარ და მასზე ათას ბოროტებას ანთხევენ თავიანთი ბოროტი გონებიდან , ვბრაზდები ძალიან და მინდება , რომ საყითაოდ ყველასთან მივიდე და ავუხსნა თუ როგორ არ იმსახურებს დედაჩემი ამ ყველაფერს და როგორი ძლიერი და კარგი დედა მყავს , დედა რომელმაც მიიღო ის რაც მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მიუღებწლი იყო და ეს მხოლოდ იმიტომ , რომ მისი შვილი ვარ და დედა , რომელმაც ყველაზე კარგად იცის შვილის მნიშვნელობა , დედა რომელიც როდესაც ოდნავ რაღაც მიჭირს ან ცუდად ვარ , ყველაფერს აკეთებს იმისთვის , რომ ასე არ ვიყო.და ამ ყველაფერს აკეთებენ მხოლოდ იმიტომ , რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს , ცხოვრება რომელიც არის სირთულეებით სავსე და ყოველი დღე ბრძოლა მიწევს იმისთვის , რომ თავი ვიგრძნო ადამიანად.არაფრის თქმა არ მინდა საერთოდ , დედაჩემს შეეშვით , ჩემნაირი დედა რომ გყოლოდათ დღეს ასეთი ბოროტები არ იქნებოდით.მე ყველაზე ცუდი ვისაც გაუკეთებია ჩემთვის , იმის მიმართაც კი ვერ მაქვს ზიზღის გრძნობა ან ბოროტების , იმდენად არ ვიცი და არ მესმის ეს რა გრძნობაა და იმდენად სუფთად და სწორად გამზარდა ზუსტად დედაჩემმა. ” – წერს ლიზა ქისტაური.