“ვერაფერს ვიტყვი იერუსალიმის წმინდა ცეცხლზე… მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სულერთია რა მოხდება” – დეკანოზი თამაზ ლომიძე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მნიშვნელობაზე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობს.
“ვერაფერს ვიტყვი იერუსალიმის წმინდა ცეცხლზე. არ მინახავს კადრები, ცისფერი ალი იყო თუ წითელი, ცარიელი იყო ტაძარი თუ სავსე, წვავს თუ არ წვავს წვერს პირველ წუთებში. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სულერთია რა მოხდება. ყოველ წელს გადმოვა თუ არ გადმოვა ცეცხლი, სრულებით არა აქვს მნიშვნელობა ნამდვილი რწმენისთვის. მთავარია წმინდა წერილიდან ქრისტეს მოძღვრების სწავლა, რწმენა და გააზრება. იქ, ბიბლიაშია ნამდვილი, ზეციური და წმინდა ცეცხლი და შემდეგ მისგან ჩვენს გულში რომ აინთება ხოლმე. ესაა მთავარი. ” – წერს მამა თამაზ ლომიძე.