“ვერცერთი რეკლამა ვერ შესძენდა ჰომოსექსუალურ თემას იმგვარ ინტერესს და პოპულარობას, როგორც ეს მმკ-ს მღვდლებმა მოახერხეს” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გეუბნებით, ვერავინ და ვერცერთი რეკლამა ვერ შესძენდა ჰომოსექსუალურ თემას და თუნდაც ამ კონკრეტულ ფილმს იმგვარ ინტერესს და პოპულარობას, როგორც ეს ქართულმა მარშმა, კომბლეებმა, მმკ-ს მღვდლებმა და მათმა მომხრეებმა ამათი დევნით მოახერხეს. დევნა, რომ დევნილს აძლიერებს, ეს მხოლოდ რელიგიებს არ ეხება. საბოლოო ჯამში ეს ექსტრემისტული ჯგუფები აღმოჩნდნენ ამ თემის მთავარი პოპულარიზატორები საქართველოში. ნეტავ თუ ხვდებიან რას აკეთებენ?!