“ვერ გავიგე კერვალიშვილი და რჩეულიშვილი ციხეში რატომ არიან,მაგრამ ქალთან ქართველი კაცები ხომ დიდ გულზე ხართ” – იუნა შაფათვა

მსახიობი იუნა შაფატავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მე ვერ გავიგე კერვალიშვილი და რჩეულიშვილი ციხეში რატომ არიან როცა სააკაშვილია თავისუფალი მსოფლიო გადაადგილებაში და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია, ჯერ, 7 წლის განმავლობაში? არაერთხელ ვთქვი და ბევრჯერ გავიმეორებ-მარტო ამ ქალებზე გადატყდა ჯოხი?
კიდევ სიყალბე კიდევ ტყუილი.
მილიარდები ჭამა, ბიუჯეტის და ბედავს გადატრიალებებს და “პარტია” კვლავ არსებობს.
ამდენ ხანში თავისუფლებაზე ის ქალბატონები ვალს გაისტუმრებდნენ. რამე რომ იყოს 😏
მაგრამ ქალთან ქართველი კაცები ხომ დიდ გულზე ხართ.
როდის მორჩება ამ ქალების სასჯელი სხვა დიდი კრიმინალების დაუსჯელობის ფონზე?