(ვიდეო)”ზომხა – ასე ერქვა ახალ წელს სვანეთში, ამ დღეს თავისი ტრადიცია და წესრიგიც ჰქონდა” – ნახეთ როგორ აღინიშნებოდა სვანეთში ახალი წელი

სოციალურ ქსელში ერთ-ეთი გვერდი, მთის ამბები, საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბარია სვანურ ახალ წელზე
ზომხა – ასე ერქვა ახალ წელს სვანეთში. ამ დღეს თავისი ტრადიცია და წესრიგიც ჰქონდა – ვინ უნდა ამდგარიყო პირველი, როგორ დაენთოთ ცეცხლი, სად ეკმიათ საკმეველი, როგორი თოვლის კოშკი აეგოთ კალოზე, რას დაილოცებოდა მეკვლე და როგორი სუფრა უნდა გაშლილიყო.🎄🍷🍾
სვანურ საახალწლო ტრადიციებზე გვიყვება გოგუცა ხერგიანი თავის ლექსში „ზომხა“.
„მთის ამბები“ ზომხას მესტიიდან გილოცავთ!