(ვიდეო)მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ახლა წყდება საკითხი თითოეული ჩვენგანის და ჩვენი შვილების მომავლის.
დგება მომენტი ეროვნული ისტორიის, როდესაც უნდა დადგეს საკითხი – ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს გადასარჩენად.
თბილისში ხვალ 15:00 საათზე არის მიტინგი. ჩათვალეთ, რომ მეც ვარ ერთ-ერთი რიგითი მონაწილე ამ მიტინგის. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრი, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. იცოდეთ ივანიშვილი არის ძალიან სუსტი. ის არის ახლა კუთხეში მომწყვდეული. ძალა ერთობაშია და ძალა არის ხალხში!საქართველოში უნდა გათენდეს!