(ვიდეო)”პროკურატურის აკრძალვის მიუხედავად დღეს ვაპირებ აქუბარდიას გადაცემაში მისვლას” – ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა პარლამენტის დეპუტატს, ნიკა მელიას ტელეკომპანია “კავკასიაში” მისვლას და დავით აქუბარდიასთან გადაცემაში სტუმრობას უკრძალავს.
ნიკა მელია აცხადებს, რომ რომ კანონის თანახმად, მისმა ადვოკატმა პროკურატურის წარმომადგენელი ფორმალურად გააფრთხილა ტელეკომპანიაში ვიზიტის შესახებ, თუმცა თადუმაძის უწყებისგან კატეგორიული უარი მიიღო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ის პროკურატურის ამ უკანონო მოთხოვნას არ დაემორჩილება და აქუბარდიასთან გადაცემაში მაინც მივა. მისივე თქმით, დაგეგმილია ჩართვა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში”.
ნიკო მელია ამბობს, რომ მას უჭირს იმის პროგნოზირება თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება.