(ვიდეო) დანიის პრემიერმინისტრს 4 სპილოსა და აქლემი ალის ყიდვის გამო პარლამენტში მისვლა და არამიზნობრივი ხარჯის ახსნა განმარტება მოუწია
პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დანიის პარლამენტში გამოდის პრემიერმინისტრი, რომ ანგარიში ჩააბაროს დეპუტატებს, თუ რატომ იყიდა აქლემი 4 სპილოსთან ერთად (ოთხი სპილოს შესყიდვა შეთანხმებული იყო, აქლემის არა)
რა ხდება – დანიაში იყიდეს ცირკის ოთხი სპილო იმისათვის, რომ ისინი ცირკში აღარ გამოვიდნენ.
მაგრამ ამავდროულად უყიდიათ აქლემიც (სახელად ალი), რომელიც წინასწარ არ იყო შეთანხმებული და არამიზნობრივი ხარჯია.
ხოდა , ახლა დანიის პრემიერ მინისტრი ამ ვიდეოში ხსნის, რომ თურმე ეს აქლემი ყოფილა ერთერთი სპილოს საუკეთესო მეგობარი და არაფრით შეიძლებოდა მათი დაშორება და ამიტომ იყიდეს ალიც .
გვაპატიეთ ეს არამიზნობრივი ხარჯიო.