“ვიდეო მტკიცებულება დავდე როგორ ცემს გლდანის გამგებლის მოადგილე თანამშრომელს… ეს მოძალადე ისევ თანამდებობაზეა” – გიორგი ყუფარაძე

ქართული ოცნების წევრი გიორგი ყუფარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ერთი რამე მანტერესებს!
ძალადობას წახალისება დაიწყო საჯარო სამსახურებში თუ რა ხდება?
ვიდეო მტკიცებულება (ფაქტი და არა ჭორი) დაგიდეთ როგორ ცემს გლდანის გამგებლის მოადგილე თანამშრომელს, (არ აქვს მნიშვნელობა შარშანდელია თუ საუკუნის) რაზეც ეგრევე საქმე აღიძრა 126-ე მუხლით შსს-ში.
ამ დროს კი ეს მოძალადე ისევ თანამდებობაზეა და მუშაობას აგრძელებს.
კიდევ ერთხელ ვკითხულობ: ძაადობის წახალისებას აქვს ადგილი საჯარო სამსახურში???!!!!
ის რაღაც ქეციანი ფურცელიც არ დამიდოთ ეხლა აქ, საყვედურიც კი არა და რაღაც გაფრთხილება რო აქვს მიღებული. ძაან სასაცილოა….
თბილისის მერია / Tbilisi City Hallგლდანის რაიონის გამგეობა
ბოროტი ენები ამბობენ “კრიშავენო” და კონკრეტულ სამსახურსაც და ხალხსაც ასახელებენ…. ეხლა როგორ გავიგოთ ეს, ესაა სამართლი და დისციპლინა საჯარო სამსახურებში?
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
ესეც მკვლელობა ან რამე უმძიმესი დანაშაული ხო არაა ამდენი ხანი გამოძიება რო ჭირდებოდეს?!
P.S. მერიიდან ეს ამბავიც მოიკითხეთ კარგად: კალას არჩევნების დროს 1 თვით ადრე, როცა ყველა დიდიან პატარიანა, დილიდან შუა ღემემდე ხმებზე დავრბოდით, ეგ გულანთებული “პროფესიონალი” შვებულების დაწერის გარეშე 2 კვირით “საგულაოდ” იყო ევროპაში. შეგიძიათ თავისუფლად გადაამოწმოთ, საზღვრის კვეთა აუცილებლად იქნება დაფიქსირებული მაგ პერიოდში და იქიდან ვერვავინ წაშლიდა!