“ვინაიდან ცნობილი ხარ, ცოტა ფული გაქვს და თავს უვლი, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვინმეზე რამეთი მეტი ხარ” – ქართველი ემიგრანტი ბადურაშვილს მიმართავს

ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნინი ბადურაშვილს მიმართავს.
“მახსოვს, წლების წინ თაკო გაჩეჩილაძეს იუმორით დავუწერე ვიდეოზე კომენტარი და იმ კომენტარის ქვეშ ატყდა ერთი ამბავი. ეგრევე ჩემი სტუდენტობის დროინდელი ძველი ფოტო დამიდო და დაიწყო ჩემს გარეგნობაზე დაცინვა. რას სჭირდა ჩემს გარეგნობას მისი დასაცინი, მაგრამ მთელმა ბომონდმა აფრიალა ის ფოტო. მოკლედ, რისი თქმა მინდა. გარეგნობაზე ყურადღების გამახვილება და დაცინვა მაგრად ტეხავს. მეც შემეშალა, თაკოსაც, იმ გოგოსაც და ნინისაც. ადამიანები ვართ და შეუცდომელი არავინაა. თუმცა მე გარეგნობაზე არ გამიმახვილებია ყურადღება. ვინც არ უნდა იყო შენ, ვინაიდან ცნობილი ხარ, ცოტა ფული გაქვს და თავს უვლი, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვინმეზე რამეთი მეტი ხარ. იმედია ასეთი ფაქტები აღარ განმეორდება. წარმატებები ყველას” – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
ცნობისთვის, ნინი ბადურაშვილმა ერთ-ერთი გადაცემის გვერდზე მის შესახებ დაწერილ კრიტიკულ კომენტარს უხეშად უპასუხა და ფეისბუქ მომხმარებელს გარეგნობაზე მიუთითა. “ამ ვიდით რამდენს ბედავ” – დაწერა ნინი ბადურაშვილმა.