“ვინმეს რატომ უნდა დაანახო რას ჭამ, ან ვერ ჭამ… რატომ არის ეს ეროვნული საკითხი?…” – პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
მაღაზიის შესასვლელთან იდგა და გაღიზიანებული, აგრეთვე მაღაზიაში მისულ ახლობელს ესაუბრებოდა- რა ჯანდაბაა ეს ორი ახალი წელი. 31-ში ძლივს შევძელი ბავშვების დაპურება, სუფრის გაშლა, იძულებით ახალი წლის განწყობის შექმნა. ახლა ისევ თავიდან სამზადისი, ისევ თავის მოტყუება და ნასესხები ფულით მაგიდის გალამაზება. შვილებიც რომ იქით იყოს, მეზობელი შემოვა და უხერხულია, ცარიელ მაგიდასთან ვერ მიიპატიჟებ…
ასე იყო ადრეც, ახლაც, მაგრამ არ მინდა ასე იყოს მომავალშიც… არ არის საჭირო თამაში… თავის მოწონება… ვინმეს ეატომ უნდა დაანახო რას ჭამ, ან ვერ ჭამ… რატომ არის ეს ეროვნული საკითხი…
ისე, ორი ახალი წელი მართლა რთული ასატანია… ზოგს ერთიც არ აქვს…
თოვლი მაინც მოვიდეს, ბავშვები ფიფქებზე გადაიტანდნენ ყურადღებას და ნაკლებად დაინტერესდებოდნენ, როგორ მოემზადებოდა დედა!..