ვინ არის 16 წლის ბიჭი, რომელიც წუხელ თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

თბილისის შემოგარენში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭი „აგროჰაბის“ მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველსიანის ვაჟია.
შემთხვევა წუხელ მოხდა – მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ოთხი პირი იჯდა.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.