“ვინ ხართ თქვენ, ერის მოღალატეებო, რას უშვებით ამ ქვეყანას” – გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველზე” გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება და ხელისუფლების ქმედებებს მოღალატეობრივს უწოდებს.
“უნდათ შარი მოსდონ მიხეილ სააკაშვილს, უნდათ დააბრალონ რომ ქართული მიწები გაყიდა, ეს თემა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო. თემის აგორება გინდათ. ჯერ ერთი ვერ ააგორებთ, ხელშეკრულება გაფორმდა, რამე გადაეცა? არაფერი არ გადაცემულა. და კიდევ ამით თქვენ აზერბაიჯანს აძლევთ უფლებას თქვას, ა, მიწა გადმომეცით? მომეცით ჩემი ტერიტორია მაშინ და მესამე კიდე, ომია ქვეყანაში და უყენებთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ვინ ხართ თქვენ, ერის მოღალატეებო, რას უშვებით ამ ქვეყანას” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.