“ვირუსის არ მეშინია, მეშინია გულქვა და სოციალური გრძნობისგან დაცლილი ადამიანების” – გრიგოლ გეგელია

პარტია “ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ვირუსის არ მეშინია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია არ მაძლევს კერძოდ ყოფნის კომფორტს და პირიქით, პანდემიის ჟამს მრავალმხრივ სარისკოა.
მე არ მეშინია ვირუსის. მე მეშინია ეგოიზმის, სიბრიყვის და უმეცრების, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს სრულიად უგულვებელყონ ირგვლივ მყოფები, თავის ჭიის გასახარებლად მაინც იმგზავრონ სარისკო ზონებში, არ მოახდინონ თვით-იზოლირება, არ ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან. არ გამოუცხადონ სოლიდარობა საერთო გასაჭირს.
მეშინია გულქვა და სოციალური გრძნობისგან დაცლილი ადამიანების ვისაც მოხუცების, ორსულების და სხვა რისკ ჯგუფების სიცოცხლე, თავისი ახლობლების, თანამშრომლების და მეზობლების კეთილდღეობა ჩალის ფასადაც არ უღირთ.
ეს ხალხი ბევრად უფრო საშიშია, გზებზე და ქუჩებზე, ჩვენს სოციალურ სივრცეში ყოველდღე, ვიდრე კორონა, რომელიც წავა” – წერს გრიგოლ გეგელია.