ვისაც დავეხმარეთ და ვაუჩერი მივეცით პროდუქტების შესაძენად, გაჭირვებულ ქართველებს მიჰყიდეს, ძალიან მრცხვენია – ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთი საქართველოს თანამეგობრობისა და ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებლი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალრ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
სულაშვილის თქმით, ქართველ ემიგრანტები, რომლებიც დახმარებას ითხოვენ ხშირად თაღლითობენ.
” როცა სადმე დაიწერება, ან ითქმება, სულაშვილი არ დაგვეხმარაო, მინდა იცოდეთ ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ბინები მივეცით და მერე ისევ ქართველებზე გააქირავეს. ვისაც ტიკეტები მივეცით პროდუქტების შესაძენად და ეს ტიკეტები გაჭირვებულ ქართველებს მიჰყიდეს. ყველაფერი ვიღონეთ იმისთვის რომ ზედმეტი ბიორაკრატიული მექანიზმის გარეშე ხელმისაწვდომი გაგვეხადა დახმარების მექანიზმი და შედეგად მივიღეთ ჩვენი თანამოქალაქეების უპასუხისმგებლობა.ძალიან მცხვენია ჩემი ფრანგი კოლეგების და ხელისუფლების, როდესაც ასეთი ფაქტების წინაშე ვდგები. დღეიდან ვამკაცრებ რეგისტრაციას ყველა პირისთვის. თქვენ სხვა გზა არ დაგვვიტოვეთ!!!