“ვისაც რა უნდა ის მეძახოს, მათ შორის, ციციკორე გვარამიამ… ცოტა ტერმინებს გავუფრთხილდეთ” – დავით უსუფაშვილი

პარტია “შენების მოძრაობის” დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი მედიასთან საუბრისას შემდეგ განცხადებას აკეთებს:
ცოტა ტერმინებს გავუფრთხილდეთ. გუშინდელ ღონისძიებაზე მივედი, მანამდე მივედი იმ ახალგაზრდებთან, ვინც პარლამენტთან დგას პროტესტით, შევედი ღონისძიებაზე და ვთქვი ჩემი სათქმელი. ეს იყო ჩემი ღრმა რწმენით სწორი ქცევა. ვინც მონდომებულია რაღაც განხეთქილებებზე, პოლიტიკური სპექტრის თუ საზოგადოების დაყოფაზე და ა.შ. ეს მისი არჩევანია. ვისაც რა უნდა ის მეძახოს, მათ შორის, ციციკორე გვარამიამ, რომელიც ამ ქვეყანაში მოგვევლინა ყველას ჭკუის დამრიგებლად და ყველა სტანდარტის დამწესებლად. უნდა მოღალატე მეძახოს ციციკორე გვარამიამ და რაც უნდა ის. სადაც იქნება საჯარო ღონისძიება პროპორციული არჩევნების თაობაზე, თუ ფეხზე ვდგავარ და ცოცხალი ვარ, იქ ვიქნები