“ვიღაც კაცმა მლანძღა, შე არაკაცო, პატარძლის კაბით რომ დებ ფოტოებსო” – გურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში მის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
“ჩემი კეთილი ჰეითერი არ ისვენებს, მაგრამ რახან ნინო ბურჯანაძის, პატარძლის და პამელა ანდერსონის ტანზე აღარ დაადგა ჩემი თავი – მძარცველის ტანს კიდევ ავიტან!და საოცრება: ინსტაზე ვიღაც კაცმა მლანძღა ლათინური შრიფტით, შე არაკაცო, პატარძლის კაბით რომ დებ ფოტოებსო, ახლა ვიმტვრევ თავს, მართლა მე ვეგონე კაბაში, თუ ეგონა მე მინდოდა პატარძლობა და ვიფოტოშოფებდი თავს ” – წერს გურამ შეროზია.
