“ვოლსკი, თბილისში ნარკოტიზმის ცნობილი მამამთავარი… შევარდნაძის პირადი თანაშემწე როდესაც გადატრიალება მზადდებოდა” – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ტრაგიკომედიაა,რომ მომიტინგეთა პოლიტ-ბრალმდებლად გამოდის დეპუტატი ვოლსკი, თბილისში ნარკოტიზმის ცნობილი მამამთავარი, (საინტერესოა ვინ მისცა ცნობა ნარკოტესტზე) რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერი,თავის დროზე ჩანერგილი ამერიკაში ჩვენი საელჩოს ქოლგით,ედუარდ შევარდნაძის პირადი თანაშემწე მოსკოვში როდესაც აქ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება და გამსახურდიას მთავრობის დამხობა,შემდგომ კონფლიქტთა დამრეგულირებელი ასევე შევარდნაძესთან,როგორ დაარეგულირეს ვხედავთ და ამ ნაძირალას ასევე 2011-12 წლებში ივანიშვილისგან დავალებული ქონდა ლეიბორისტული პარტიის დაშლა,ამიტომ გასწია შუამავლობა ნარკობარიგა შატბერაშვილის და ასევე ნარკოვაჭარ,მკვლელ ძაგანიას ჯგუფთან ერთად სიბინძურეთა საქმნელად,მაგრამ ყველა თავისსავე სიბილწეში იძირება ასეთია ცხოვრების კანონი