
გირჩის თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძემ ბრიფინგზე სკანდალური განცხადება გააკეთა:
პუტინის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა ყველაზე ზუსტი მაჩვენებელია იმისა თუ რა ხდება რუსთაველზე – რა ბრძოლაა ეს
კრემლი ფიქრობს რომ საქართველოში ამ პოლიტიკური პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიიღებს რუსეთისადმი უფრო პრინციპულად განწყობილ საქართველოს
ესაა. რუსების უსაფრთხოება აქ არაფერ შუაშია, მათ არავინ ეხება.
სავარაუდოდ ამაზე არ გაჩერდებიან. მოსალოდნელია:
– ქართული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა რუსეთში
– სატრანსპორტო კომუნიკაციების სრული შეწყვეტა
– რუსული ვიზების გაცემის სრული შეწყვეტა
– გახშირებული და გამწვავებული პროვოკაციები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ
– და სხვა
– რაც მთავარია – ამ ყველაფრით დაზარალებული და გაბრაზებული ჩვენი მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანის მცდელობა (ვასაძით ან ვინმე სხვით სათავეში) პრორუსული ლოზუნგებით და სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობა (სადაც ხელისუფლება ისევ გამშველებელ/შემრიგებლის როლს იკისრებს)ჩემი აზრით ეს უნდა გვესმოდეს და ისე უნდა გავაგრძელოთ პროტესტი
უნდა გვესმოდეს რა მასშტაბის და მნიშვნელობის ამბავში ვართ, რომელი მხარეა ნათელი, რომელი ბნელი, და რა ფასის გადახდისთვის ვართ მზად
პ.ს. ძალიან კარგი იყო გუშინ. თუმცა შეკრებილების ნაწილს რატომღაც ჰქონდა განცდა რომ ერთი შეკრებით მიიღებდნენ ყველაფერს. არ ხდება ასე. რეგულარული შეკრება და პრინციპულობის ჩვენებაა საჭირო. ასე ხდება მაგ ადგილას რაც თავი მახსოვს. და ყველა ჯერზე როცა პრინციპულები ვიყავით და რეგულარულად ვიდექით – მოვიგეთ.
პ.პ.ს. ‘აუ ის არ მომეწონა, აუ ეს არ მომეწონა’ – სისულელეა. ეგეთ აქციებზე უამრავი რამე არ მოგვეწონება. მთავარია არ დავკარგოთ ფოკუსი – აქციის მიზნები, სიმშვიდე, და ვიყოთ ბევრნი
პ.პ.პ. ს. მასშტაბით პატარაა, მაგრამ გუშინ აქციაზე ვფიქრობდი და ჩემი აზრით მოთხოვნებს უნდა დაემატოს იმ რეზინის ტყვიების აკრძალვა