“ვხედავ უზარმაზარ ტალღას, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ გააჩერებს…” – ლელა კაკულიამ ხელისუფლების ცვლილება იწინასწარმეტყველა

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
კაკულიას თქმით, ხელისუფლებაში ახალი, ძლიერი ძალის მოსვლაა მოსალოდნელი, რომელთაც წინ ვერავინ დაუდგება.
გთავაზობთ ამონარიდს 2009 წლის 26 ოქტომბერს დაწერილი წინასწარმეტყველებიდან.
“მომავალში კი ვხედავ უზარმაზარ ტალღას, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ გააჩერებს. ფრთხილად, პოლიტიკოსებო, ფრთხილად! მოდის ახალი ძალა, ძალა, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს და რომელიც ბევრ შადიმანს გადარეცხავს ქართული პოლიტიკიდან. საქართველოს და ჩემს ხალხს სჭირდება საქმის გამკეთებელი პოლიტიკოსები.
მალე საქართველოში ყველაფერი შეიცვლება, საქართველო ერთ მუშტად შეიკვრება.”- წერს კაკულია.